კლიენტების პატივისცემა. მეტი, ვიდრე 

IT

.

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება

კორპორატიული კლიენტებისათვის


დაგვიკავშირდით

   თითოეული პროგრამის შექმნის ღირებულება განსხვავებულია.
საკითხი წყდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
ამიტომ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 

+995 593 244 255

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანია „ბარსი" დაარსდა 2012 წელს. მიუხედავად არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, შპს „ბარსი“-მ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ჩვენ ვქმნით პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს კორპორატიული კლიენტებისათვის და ეს სააღრიცხვო–ანალიტიკური პროგრამები ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მსხვილ კომპანიებს საკუთარი ბიზნესისა და განვითარების შესახებ. გარდა ამისა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მიერ შექმნილი და, გარკვეულ შემთხვევებში, სხვა პროგრამების ტექნიკურ მხარდაჭერას, აგრეთვე პროგრამების შემდგომ განვითარებას კორპორაციული კლიენტების მიერ წარმოდგენილი დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად. „ბარსი“-ს მიერ მსხვილი კომპანიებისთვის შექმნილი პროგრამები მთლიანად მორგებულია მათ მოთხოვნებსა და ინტერესებზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მაღალხარისხიანი მომსახურების მეშვეობით ჩვენ მოკლე ხანში დავაინტერესეთ მსხვილი კომპანიები. ცნობილი კომპანიებიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ "ჯეოსელთან", "რიკო ექსპრესთან", "ჯი–ემ–პი"–სთან, რომელთაც უკვე შევუქმენით არაერთი პროგრამა. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვა მსხვილ კომპანიებთან.


"ბარსის" მისია


მსხვილი კომპანიებისთვის სააღრიცხვო–ანალიტიკური პროგრამების შემუშავება, რაც გახდის ბიზნესს უფრო მომგებიანს და კონკურენტუნარიანს.

სერვისი
  • პროგრამების შემუშავება
  • პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა
  • პროგრამების განვითარება
  • ნებისმიერი სახის პროგრამების შექმნა
    კლიენტების მოთხოვნების
    შესაბამისად.

  • ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამების ტექნიკური 
    მხარდაჭერა, დროული და ხარისხიანი
    დახმარების აღმოჩენა პროგრამების
    მართვაში.

  • კლიენტების მიერ წარმოდგენილი ახალი
    მოთხოვნების საფუძველზე ჩვენს
    მიერ შექმნილი პროგრამების
    შემდგომი განვითარება.

პროექტები
ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამები კომპანიისთვის „ჯეოსელი“

1) "ბონუსების დარიცხვა" – ბონუსების აღრიცხვის პროგრამა "ჯეოსელსა" და "თიბისი ბანკს" შორის; 
2) "ჯეოკრედიტი" – მობილური ტელეფონის ანგარიშზე ბალანსის ამოწურვის შემთხვევაში "ჯეოსელისგან" კრედიტის სახით სალაპარაკო თანხის მიღების პროგრამა; 
3) "ჯეოსაწყობი" – "ჯეოსელის" საწყობების და სერვის–ცენტრების მართვის პროგრამა;
4) "ჯეოსაწყობი დილერებისთვის" – საწყობის მართვის პროგრამა "ჯეოსელის" რეგიონული დილერებისთვის;
5) "ცოდნის ბაზა" – პროგრამა საშუალებას აძლევს ოპერატორებს მოახდინონ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძებნა / დამატება / წაშლა / შესწორება და გაუგზავნონ აბონენტებს SMS / E-mail. 

ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამები კომპანიისთვის “რიკო ექსპრესი“

1) "რიკო ფულადი გზავნილები" – საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების კონტროლის პროგრამა; 
2) "რიკო თამასუქები" – თამასუქების გაცემის სააღრიცხვო პროგრამა; 
3) "რიკო ლომბარდი" – ლომბარდის მართვის პროგრამა; 
4) "რიკო ინტერნეტ გადახდები" – ინტერნეტის მეშვეობით "რიკოსთვის" თანხის გადახდის პროგრამა;
5) "რიკო ვალუტის გაცვლა" – ვალუტის გაცვლის სააღრიცხვო პროგრამა. 

ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამები კომპანიისთვის "ჯი–ემ–პი"

1) "ჯი–ემ–პი საწყობი" – საწყობის მართვის და აღრიცხვის პროგრამა; 
2) "ჯი–ემ–პი წარმოება" – წარმოების მართვის და აღრიცხვის პროგრამა; 
3) "ჯი–ემ–პი ლაბორატორია" – ლაბორატორიის მართვის და აღრიცხვის პროგრამა; 
4) "ჯი–ემ–პი კადრების მართვა" – საწარმოს პერსონალის მართვის პროგრამა.

პროდუქტები
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
  • თბილისი 0141
    ჩარგლის ქ. 35 

  • (+995 32) 232 35 75 
    (+995) 593 244 255

შემოგვიერთდით